მიხეილ სააკაშვილი სამინიტროებში ახლობელისა და ნათესავების რაოდენობას თავად "გადახედავს". ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა
"მინდა გადავხედო რამდენი ახლობელი, ნათესავი და ა.შ. ძველი კავშირებით სამინისტროებში. ეს ჩეთვის ძალიან სერიოზული საკითხია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამინისტრო შიგნიდანაც და გარედანაც იყოს გამჭირვალე", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეიძლება ვინმეს ოჯახის წევრი იყოს კარგი და დავუშვათ გამონაკლისი, მაგრამ როგორც წესი, აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად. კრიტერიუმი შერჩევის პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარულია.
"კაბინეტები არ არის სიგარეტის მსაწვად კაბინეტები არსებობს საქმის გასაკეთბლად. ყველა ერთმანეთს უნდა უყურებდეს და ყველა იქ ვართ, როგორც ბრძოლის წინა ხაზზე. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ძირითადად უნდა ვიყოთ გაერეთ, მაგრამ შიგნითაც მუშაობა უნდა იყოს არაბიუროკრატიული", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახლა რამდენიმე სამინისტრო აკეთებს შიგნიდან შუშის ბიუროებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კაბინეტები არის შუშის, შსს-ში ასეა, ეკონომიკის სამინისტროს პირველი სართული ასე გადაკეთდება, მაგრამ ეს არ არის მარტო პოზა.