საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, UNESCO-ში მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ ჩვენება გაიმართა.
ჩვენებამდე, კინოსურათმა გაიმარჯვა აზიურ ოსკარად წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე APSA, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“. ფესტივალზე აღნიშნული ნომინაცია UNESCO-ს პატრონაჟით დაწესდა.
ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.
კინოპროექტი „დედე” ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.