საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მუერნეობის სამინისტროს მუშობა გააკრიტიკა. პრეზიდენტის კრიტიკა ბაკურ კვეზერელის უწყებამ ქართული ნაძვის ხის სანერგე მეურნეობის არქონის გამო დაიმსახურა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა კახეთში გამართუყოლ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის ნაძის ხეების უმეტესი ნაწილი გამოყვანილია ქართული ნაძვის თესლიდან, თუმცა, მისი თქმით, "ხალხს უნდა, რომ ეს ხეები საქართველოში წამოიქნას და ექსპორტი მოხდეს ჩვენი ქვეყნიდან. როგორ არ უარეს სოფლის მეურნების სამინისტროს რჩევისთვის და ვერანაირი რჩევა ვერ მიიღეს".
"მაშინ რაში მჭირდება. მოდი ხვალ დაგხურავთ ბაკურ, თქვენ თუ მარტო იმისთვის ხართ, რომ ქაღალდებით პინგ-პონგი ითამაშოთ და არც ერთ სფეროში ექპსერტიზა არ გაქვთ და მით უმეტეს, ისეთ სტრატგიულ სფეროში, რომელიც თქვენ გეხებათ. დაგხურავთ რა პრობლეემაა. ხვალ გვექნება უფრო მეტი ფული სხვა პრიორიტეტებზე დასახარჯად, ბოლოს და ბოლოს, ერთ საწარმოს ავაშენებთ ნაძვის ხეების გამოსაყვანად და უფრო მეტს შევა ბიუჯეტში ვიდრე თქვენი მთლიანი სამინისტროდან. მე ამას არ გეხუმებით ნამდვილად და შემდეგ ჯერზე ასეც მოვიქცევი თუ არ ისწავლეთ უფრო აქტიურად მუშაობა", _ განაცხადა პრეზიდენტმა.