საქართველოს მთავრობა მოლდოვის ხელისუფლებას წყალდიდობის შედეგად დაზარაბეული სოფლების აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში გამართულ მთავრობის სხდომაზხე განაცხადა.
მისი თქმით, იგი უკვე ესაუბრა მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და შესთავაზა, რომ ააშენებს ააშენებს ერთ ქართულ სოფელს დაზარალებულებისთვის. ასევე საქართველო მოლდოვას თვითმფრინავით და მაშველებითაც დაეხმარება.
"ვესაუბრე მოლოდავას პრეზიდენტის მოვალების შემსრულებელს. იცით, რომ მოლდოვაში არის წყალდიდობები, არიან დაღუპულები და დაზარალებულები. ეს არის ქვეყნა, რომელიც არის ჩვენი მოკავშირე და მეგობარი და აუცილებლად მათ უნდა დავეხმაროთ. შევთავაზე, რომ აუშენებთ ერთ ქართულ სოფელს დაზარალებულებისთვის და უახლოეს დღეებში გავგზავნით მაშველებს დასახმარებლად", _ განაცხადა პრეზიდენტმა.