საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, მიხაი გიმპუს, ტელეფონით ესაუბრა.
სააკაშვილმა გიმპუს სტიქიით დაზარალებული რაიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა შესთავაზა.
სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულებისთვის ორ სოფელს ააშენებს, ასევე გადაწყდა, რომ 120 მოლდოველი ახალგაზრდა ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში დაისვენებს.
ბავშვების ჩამოსაყვანად თბილისსა და კიშინიოვს შორის სამი სპეციალური რეისი შესრულდება.