ვატიკანში საშობაო სეზონი გაიხსნა. წმინდა პეტრეს მოედანზე საზეიმო დეკორაციები და ნაძვის ხე გაანათეს. გიგანტური ხე ვატიკანში წელს პოლონეთიდან ჩაიტანეს. 28 მეტრიანი ნაძვი ვატიკანს ქალაქ ელკის არქიეპისკოპოსებმა აჩუქეს. კიდევ ერთი საჩუქარი კათოლიკურ ეკლესის მონტე-ვერგინის საბატომ გაუკეთა, საიდანაც ვატიკანში შობის სცენა გააგზავნეს. დეკორაცია მე-18 საუკუნის ნეოპოლიტანურ სტილშია შესრულებული.