პოლონეთში პრემიერ-მინისტრი გადადგა. ბეატა შიდლომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პოლონეთის პრემიერობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი მათეუშ მორავეცკი სახელდება.ბეატა შიდლო პრემიერის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.