ხვალ, 21 ივლისს, პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ პროექტს პარლამენტს წარუდგენს. ხვალვე შეიქმნება პროექტის საორგანიზაციო განხილვის ჯგუფი. საორგანიზაციო ჯგუფი ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვისთვის იქნება და ამ ჯგუფში წარმოგენილნი არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კომისიაში უმრავლესობაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. საორგანიზაციო ჯგუფი ერთი თვის განმვლობაში იღებს მოქალაქეთა წინადადებებს და შენიშვნებს და ერთი თვის ბოლოს იმართება შემაჯამებელი სხდომა და პარლამენტს გადაეცემა წინადადებები განსახილველად. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ იწყება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურა.
შემაჯამებელი სხდომის გამართვა აგვისტოს ბოლოს დაიგეგმება. ხოლო ხვალინდელ რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე მოხდება საკითხის ინიცირებაც და რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდება საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის საკითხი.