სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გადასცემს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი გუშინ, დაამტკიცა. კენჭისყრისას ახალი კონსტიტუციის რედაქციას მხარი, მხოლოდ სამმა წევრმა - საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე" თამარ ხიდაშელმა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა, არ დაუჭირეს.
ჯონდი ბაღათურიამ სხდომის დასრულების შემდეგ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა და აღნიშნა, რომ კომისიამ ნაჩქარევად მიიღო ასეთი სერიოზული პროექტის კენჭისყრის გადაწყვეტილება. ბაღათურიას აზრით, ეს პროცესი სექტემბრში უნდა განხორციელებულიყო.
თამარ ხიდაშელს განცხადებით კი, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იზრდება მთავრობის როლი და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანო ბევრი საკითხის გადაჭრას ვერ მოხერხებს. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები ვენეციის კომისიასიამაც გამოთქვა.
"მიმაჩნია, რომ ეს პროექტი დღეს მოქმედ კონსტიტუციას აშკარად სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, კომისიას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო", - აღნიშნა ხიდაშელმა.
ლევან რამიშვილმა მის პოზიციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის საბოლოო რედაქციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგენს. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები კი საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.