ინდოეთში საქართველოსა საელჩოს მხარდაჭერითა და თბილისის ფოტო ფესტივალის ორგანიზებით, ნიუ დელის India Habitat Centre-ში გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ქართული ფოტო კვირეული ინდოეთში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XX საუკუნის ქართველი და ინდოელი ფოტოგრაფების, შალვა ალხანაიძისა და სურეშ პუნჯაბის 50-მდე ნამუშევარი.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ხოლო თბილისის ფოტო ფესტივალის სამხატვრო დირექტორმა, ნესტან ნიჟარაძემ საჯარო ლექცია „ქართული ფოტოგრაფიის ისტორია“ წაიკითხა. გამოფენის გახსნას ნიუ დელიში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გამოჩენილი ფოტო ხელოვანები, სტუდენტები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
გამოფენა საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა 2014-2016 წლებში ინდოეთში საქართველოს ელჩის, ლევან ნიჟარაძის ხსოვნას მიეძღვნა.