„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პასუხისგებაში მისაცემ წევრთა რაოდენობა გაიზარდოს, ზოგიერთს კი სტატუსიც შეეცვალოს“, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, იოსებ ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, მეორის მიმართ კი, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.