"ვიცავ იმ ადამიანს, რომელიც მიმალვაში კი არ იმყოფება, ვერ ხერხდება უბრალოდ მისი მოძიება“, - განაცხადა მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის, გ.ჯ.-ს ადვოკატმა, სოფო ჯაფარიძემ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალდებულის ოჯახის წევრები ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
„ოჯახის წევრები ამ დრომდე არ არიან დაკითხულები, არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. სავალდებულო წესით ვიცავ მის ინტერესებს. ვინაიდან ბრალდებული არის არასრულწოვანი, კანონმდებლობის თანახმად პროცესი იყო დახურული, მე სხვა კომენტარს ამ საქმეზე ვერ გავაკეთებ. ვითხოვდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო", - აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, გ.ჯ., რომელსაც სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ, შესაძლოა ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსს აფარებდეს თავს.