გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი მოკლეს- მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გარდაცვლილი მოხუცი საკუთარ სახლში მეზობლებმა იპოვეს.
მათი თქმით, ქალი სავარაუდოდ დააყაჩაღეს.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.