ხვალ, 20 ივლისს, 18:00 საათზე, ყვარლის ტბის სასტუმრო კომპლექსში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს მთვრობის სხდომა გაიმრთება. მთავრობის სხდომასთან ერთად პრეზიდენტი ხვალ, ყვარელში "ემ ჯგუფი" დასასვენებელ კომპლექსაც გახსნის. პროექტის განსახორციელებლად "ემ ჯგუფმა" 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპლექსში სასტუმრო "ყვარლის ტბა", "გესთ ჰაუსი" და რესტორანი "მასპინძელო" შედის. სასტუმრო 19 ნომრისგან შედგება. მის გარშემო, კი სპორტული ინფრასტურქტურაა მოწყობილი, სადაც დამსვენებელს ცხენოსნობას, სამთო ველოსიპედებით გასეირნებას, ფრენბურთის, ჩოგბურთის კორტებს და ტბაში ნავებით შესვლას სთავაზობენ.
დასასვენებელ კომპლექსში დასვენების ღირებულება დღე - ღამეში 220-250 ლარამდეა.