ოპეკის ნავთობის ფასი 0,37 დოლარით, 73,26-დან 72,89 დოლარამდე შემცირდა.
2010 წლის ივნისში ოპეკის ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა 72,97 დოლარი შეადგინა, მაისში 74,48 დოლარი, აპრილში _ 82,33, მარტში _ 77,21, თებერვალში _ 72,99 იანვარში კი _ 76 01 დოლარი შეადგინა.
ნავთობის "კალათის" ფასის რეკორდი 2008 წლის 3 ივლისს დამყარდა. მაშინ ბარელი ნავთობის ღირებულებამ 140,73 დოლარი შეადგინა. 2009 წლის შედეგებით საშუალო ფასი ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა. ამ პერიოდისათვის საშუალო ღირებულების მაჩვენებელმა 61,06 დოლარი შეადგინა.