საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა გასული კვირაში ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტები შეაფასა.
"გასული კვირა ძალიან დატვირთული იყო საგარეო პოლიტიკური მოვლენებით და მნიშვნელოვანი ვიზიტებით. კერძოდ კი, ბათუმში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა და შეგვიძია შევაფასოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საგარეო პოლიტიკის კუთხით", - განაცხადა ნალბანდოვმა.
ამასთან, ალექსანდრე ნალბანდოვის შეფასებით, პოლონეთის, საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრების, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა ქეთრინ ეშტონის ვიზიტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
"საქართველოში ასევ უკრაინის დელეგაციის ვიზიტის დიდ მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკრაინული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებით როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორთან", - აღნიშნა ნალბანდოვმა.
აღსანიშნავი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში სექტემბრამდე ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება.