დღეს, 19 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შვეიცარიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები გიორგი მელაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან ვეფხვაძე და დავით ბეჟუაშვილი.
"პარლამენტის თავმჯდომარეების მესამე მსოფლიო კონფერენცია" 19-21 ივლისს არის დაგეგმილი და საპარლამენტო კავშირისა (IPU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარდება.
კონფერენციას გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გახსნის.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე პასკალ ბრუდერერ ვიუსთან და ბელორუსის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.