საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა.
"მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დასახელებული იქნება ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ არასამთავრობოებთან კონსულტაციები, ასევე, გამოცდილება, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი, კვალიფიკაცია", - განაცხადა კობახიძემ.