პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დასახელდება სახალხო დამცველის კანდიდატი, შემდეგ კვირაში არჩეული იქნება ერთი კანდიდატი.
,,კანდიდატურის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმებია მიუკერძიებლობა, კვალიფიკაცია და ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება. დღეს არასამთავრობოებმა დაასახელეს ოთხი კანდიდატი: ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე. ხვალ უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას. წინასწარ რთულია იმის თქმა, რა არჩევანს გააკათებს უმრავლესობა. ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნება, არასამთავრობოების შემოთავაზებული კანდიდატებიდან შევარჩიოთ სახალხო დამცველი," განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილება.
სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დააყენოს.