აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი ხდება, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე აზერბაიჯანში ყოველ ჩასვლის დროს გაოგნებული იმით, თუ როგორ იცვლება ბაქო. აზერბაიჯანი ხდება უმნიშვნელოვანესი რეგიონალური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. აქ საუბარია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონზე, ასევე ევროპაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს ბოლო წლების განმავლობაში როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში ავტორიტეტი განუმტკიცდა, რაც მისი ხელისუფლების მერ გატარებული სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.
"აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში ანგარიშგასაწევი სახელმწიფო გახდა და უკვე არა არის ადვილად ხელწამოსაკრავი", - აღნიშნა სააკაშვილმა.