24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
მათივე ცნობით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბრის ჩათვლით თოვლჭყაპი გაგრძელდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
უამინდობა ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, 26 ნოემბრიდან კი გამოიდარებს.