ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც მიწვეულნი არიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ბლოკების დაშვება მოხდება, ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს და საკონსტიტუციო სასამართლოს.