აბუ დაბიში ლუვრის ფილიალი გაიხსნა. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ახალი ლუვრის გახსნაზე მისული სტუმრები ულამაზესი სანახობის მომსწრეები გახდნენ. პარიზში მდებარე მუზეუმის ანალოგის გახსნა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალქში 2012 წელს იგეგმებოდა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისისა და ნავთობის გაუფასურების გამო ის ჯერ 2016, შემდეგ კი 2017 წლამდე გადაიდო. მუზეუმში 23 მუდმივმოქმედი გალერეა იქნება, რომელიც 600-ზე მეტ ექსპონატს დაიტევს.