საფრანგეთი საქართველოში რეფორმების გაგრძელებას მიესალმება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა.
"საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმაში და ამ კუთხით თანამშრომლობა კვლავ გავაგრძელებთ", - აღნიშნა კუშნერმა.
ამასთან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის და სხვა ქვეყნების დახმარება, მაგრამ დადგა დრო, როცა საქართველოში ვითარება დახმარების გარეშე უნდა გაუმჯობესდეს.
"ჩვენს ქვეყანაში ვითარება ეკონომიკური ინოვაციებით, ექსპორტით, პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებით უნდა გუმჯობესდეს. საქართველო არის ქვეყნა სადაც დანაშაულის დონე ოთხჯერ ნაკლებია ვიდრე მეზობელ რუსეთში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილიდან პირველ ათეულში გადაინაცვლებს, რაც ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას ხელს შეუწყობს.