ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, ჟან ასელბორნი თბილისშია. მისი თქმით, ლუქსემბურგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს უჭერდა და მზად იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ლუქსმებურგელი დამკვირვებლები საქართველოში გამოგვეგზავნა. ამის შესახებ ასელბორნმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"ლუქსემბურგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს უჭერდა. ჩვენ მზად ვიყავით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ლუქსმებურგელი დამკვირვებლები საქართველოში გამოგვეგზავნა. საქართველომ წარსულში დიდი ტკივილი გადაიტანა, ამიტომ ჩვენ მას ევროკავშირთან ერთად ვეხმარებით რომ ქვეყანაში არამხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური ვითარებაც გამოსწორდეს", - განაცხადა ჟან ასელბორნმა.
როგორც ცნობილია, დღეს, ჟან ასელბორნი საგრეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 17:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრ ჟანს ასელბორგს 1999-2004 წლებში ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად, 2004 წლის 31 ივლისიდან პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის არჩევნების შემდეგ კი მან ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები დაიკავა.