კოლორადოში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დაუდგენელმა პირმა დენვერის გარეუბანში ვალმარტის ქსელის ჰიპერმარკეტში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებული არ არის. სამართალდამცავები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.