საქართველო ევროკავშირისა და ნატოსკენ აღებულ კურსს არასდროს არ შეცვლის. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსთან ბერნარ კუშნერთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"ევროპისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ სწრაფვა მარტო ჩვენი ხელისუფელბის გადაწყვეიტლება არ არის. ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მაგრამ ევროპული ღირებულებების მომხრეები ვართ და უსაფრთხოების საკითხევბში ევროპის გამოცდილებას ვითვალისწინებთ. როდესაც უკრაინამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გამოთქვა, ჩვენ გაგვიკვირდა. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, სურვილი მას ყოველთვის ექნება. მით უმეტეს, დღევანდელი მთავრობის პირობებში", _ აღნიშნა სააკაშვილმა.