უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს. არსენ ავაკოვის თქმით, მის ვაჟს ბიუჯეტიდან არცერთი გრივენი არ აქვს მითვისებული. „თავის უდანაშაულობას ჩემი შვილი სასამართლოში დაამტკიცებს. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ სიტუაციას საკუთარი პიარისთვის იყენებს, რომ არაფერი გამოუვათ,“-წერს ავაკოვი ფეისბუკის გვერდზე. ალექსანდრ ავაკოვი გუშინ ანტიკორუფციულმა ბიურომ დააკავა. ავაკოვის ვაჟი რურზაკების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს, რომელიც უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ 2015 წელს შეიძინა.