უამნდობა კანადაში. ძლიერმა წვიმამ ოტავასა და გატინოში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივებმა სოციალური მედიით გაავრცელეს. კანადური მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო 9 ათასზე მეტი ადამიანი დროებით ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. სასწავლო პროცესი შეჩერდა 6 სკოლაში. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.