„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიაში მუშაობას არ აპირებს.
მისივე განცხადებით, ცუდია, როგორც უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ასევე ამ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები.
„ქართული ოცნება“ რეალურად არაფერს ცვლის, ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და რეალურად ყველაფერს ძალაში ტოვებს. რა აზრი აქვს და რატომ უნდა გავულამაზოთ ჩვენ მათ ეს პროცესი?“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.