კიევთან ახლოს პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილს, ადამ ოსმაევს დაეხსნენ თავს. ცეცხლი მის ავტომობის გაუხსნეს, რის შედეგადაც ოსამაევი დაიჭრა, მისი მეუღლ ამინა ოკუევა კი ადგილზე დაიღუპა. თავდასხმის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ეს ოსმაევსა და მის მეუღლეზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ანალოგიური ინციდენტო ივნისშიც მოხდა. ოსმაევი 2012 წლის თებერვალში უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესაში დააკავეს და ბრალად საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების დაგეგმვა წაუყენეს. ის ვალდიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაშიც იყო ეჭვმიტანილი.