ტოკიოთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამართალდამვცელებმა 9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოპერაცია 23 წლის ქალის ძებნის ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა. ჩხრეკა სწორედ მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში ჩატარდა. პოლიციის ცნობით, რამდენიმე გვამი დანაწევრებული იყო და მაცივრებში ინახებოდა.