„ექსტრემისტული კონტენტი და რუსული დეზინფორმაცია ქსელში“- ამ თემაზე დღეს აშშ სენატში საგანგებო მოსმენა გაიმართება. მასში მონაწილობას ფეისბუკის, ტვიტერისა და გუგლის წარმომადგენლები და იურისტები მიიღებენ. ისინი კანონმდებლებს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო გავლენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწყვდიან. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო.