სენატის მოსმენამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურამ მანაფორსტსა და მის საქმიან პარტნიორს, რიკ გეითსს ბრალდება 12 მუხლით წაუყენა. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მიზნით რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირია. მანაფორტსა და გეითსს ფულის უკანონო გათეთრებასა და ცრუ ჩვენებების მიცემაშიც ადანაშაულებენ. ისინი ბრალდებას არ აღიარებენ.