ვაშინგტონი ერაყის ქურთისტანის ლიდერის გადადგომას მიესალმება. საგანგებო განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. მანამდე მასუდ ბარზაიმ განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან უფლებამოსილების გაგრძელებაზე უარს ამბობს. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში 25 სექტემბერს ჩატარდა. ელექტორატის 90 პროცენტზე მეტმა ხმა ერაყის შემადგენლობიდან გამოყოფას დაუჭირა, თუმცა ბაღდადი პლებისციტის შედეგებს არ ცნობს.