დანიელმა გამომგონებელმა პეტერ მედსენმა, რომელსაც შვედი ჟურნალსიტის, კიმ უოლის მკვლელობში სდებენ ბრალს, აღიარა, რომ მეგობარი ქალის სხეული დაანაწევრა, თუმცა როგორც მეცნიერი ირწმუნება, ჟურნალისტი მას პირადად არ მოუკლავს. მედსენის თქმით, ქალი მომწამლელი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. კიმ უოლი უკანასკნელად მედსენის წყალქვეშა ნავზე ნახეს. მოგვიანებით კი მისი თავმოჭრილი ცხედარი სანაპიროზე იპოვნეს.