ესპანეთის გენერალური პროკურორი კატალონიის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუჩდემონისთვის ბრალის წაყენებას ითხოვს. ხოსე მანუელ მასას განცხადებით, პუჩდემონი და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები ამბოხის, სეპარატიზმისა და ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
მადრიდმა პუჩდემონს უფლებამოსილება მას შემდეგ ჩამოართვა, რაც კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.