ჰოლანდიის პოლიციამ 40-მდე ეთნიკური ქურთი და თურქი დააკავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი ქალაქის ცენტრში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა პოლიციელმაც.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთმა მიგრანტებმა თურქეთის ციხიდან შრომის პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის გათავისუფლება მოითხოვეს.