ტერმინ "ოკუპაციის" დამკვიდრება ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემა ვერ მოგვარდება, _ ასე უპასუხა საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თბილისში "ევროპის სახლში" გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტს კითხვაზე _ აპირებს თუ არა საფრანგეთი პოლონეთისა და აშშ-ის მსგავსად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ტერმინ "ოკუპაციის" დამკვიდრებას.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მოინახოს დილოგის გზები, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობაც იქნება ჩართული. კუშნერის განმარტებით, აუცილებლად უნდა მოხდეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლა.
"შეიძლება, გამოვიყენოთ სიტყვა ოკუპაცია, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა არ წყვეტს პრობლემას. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ გაიყვანოს ჯარები პირველად პოზიციებზე, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტში. დღეს საქართველოში მხოლოდ ევროკავშირის მისია მოქმედებს, ისიც საზღვრებს აქეთ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის გადაწყეტას. დამკვირვებლებმა აუცილებლად უნდა მოახერხონ ამ ხაზის გადაკვეთა ", _ განაცხადა კუშნერმა.