რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოსთვის გარანტი საკუთარი თავი და ევროკავშირის დახმარება უნდა იყოს, _ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თბილისში "ევროპის სახლში" გამართულ დებატებზე, სადაც ის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და ჟურნალისტებს ხვდებოდა.
"მართალია მას რუსეთი სრულად არ ასრულებს, მაგრამ მჯერა, რომ დილოგი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის მონაწილეობით უნდა დაიწყოს, ამ პრობლემას გადაწყვეტს. რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოსთვის გარანტი საკუთარი თავი და ევროკავშირის დახმარება უნდა იყოს", - განაცხადა კუშნერმა და დასძინა, რომ "ევროკავშირი საქართველოს ოჯახია".
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტსაც, შეეხო რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში შედგა. მისი თქმით, მათ სააკაშვილისგან საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადებები მოისმინეს სხვადასხვა მიმართულებით. კუშნერი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.
"ამ შეხვედრაზე უფრო მეტი და შორსმიმავალი პერსპექტივები დაისახა, დღეს ურთიერთგაგება პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრეზიდენტ სარკოზის შორის ძალიან ძლიერია", - განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, საფრანგეთს არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება დავიწყებია.