შსს-ის ინფორმაციით, 34 წლის თინათინ ზავრადაშვილმა თაღლითური გზით, რამდენიმე მოქალაქისაგან 3 000 აშშ დოლარი მიითვისა შემდგომში მის დროებით მფლობელობაში მქონე ბინაში შეშვებისა და ცხოვრების მიზნით.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებას თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.