ევროპა არის დიდი ოჯახი, რომლის ახლო მეგომარი საქართველოა, _ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თბილისში ევროპის სახლში გამართულ დებატებზე. მისი თქმით, საფრანგეთი არ გადაუხვევს და არ დაივიწყებს 2008 წლის 6 პუნქტიან შეთანხმებას.
"საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ორი წლის წინ გაფორმებული დოკუმენტი შესრულდეს. თქვენ უნდა მიიქციოთ ევროპის ყურადღება და უნდა შეანჯღრიოთ ევროპა", - განაცხადა კუშნერმა.
"საქართველო ხელს აწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო დაახლებს საქართველოს ევროკავშირთან. თქვენი ხალხის სწრაფვა ევროპისკენ არის ურყევი, რაც ყევლაზე მნიშვნელოვანია ამ გზაზე. იოლი ცხოვრება არც საფრანგეთშია. ჩვენთანაც არის ოპოზიცია და ჩვენს ხელისუფლებასაც აქვს გარკვეული პრობლემები. ქართველებმა არ უნდა იფიქრონ, რომ საფრანგეთმა თქვენ მიგატოვათ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ დოკუმენტს, რომელსაც აგვისტოს ომის დროს მოვაწერეთ ხელი და არასოდეს დავივიწყებთ იმ ვალდებულებას, რომელიც მათ შორის, ჩვენც გვაქვს. ევროპა არის დიდი ოჯახი რომლის ახლო მეგომარი საქართველოა", _ განაცხადა კუშნერმა.