საქართველოსადმი უცხოელი ტურისტების დაინტერესება იზრდება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საქრთველოს 36 %-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის ექვს თვეში საქართველოში 782 ათას 932 ვიზიტორი იმყოფებოდა, მაშინ როდესაც გასული წლის მაჩვენებლები მხოლოდ 574 ათას ვიზიტორი იყო.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს საქართველოში 36 %-ით მეტი ევროპელი იმტოფებოდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის დაპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოში ევროპიდან ექვს თვეში სულ 753 ათას 106 ტურისტი შემოვიდა. ამერიკის კონტინენტიდან კი ტურისტების რაოდენობა წელს 28 %-ითაა გაზრდილი, ხოლო აზიელი ტურისტების რაოდენობა 33 %-ით.
რაც შეეხება დსთ-ს სივრცეს, დსთ-დან საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა ნაკადმა მოიმატა და ის 2010 წლის ექვს თვეში 37 %-ითაა გაზრდილი.