მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე 47 საკითხზე იმსჯელებს. სხდომაზე ფინანსთა მინისტრი 6 კომპანიის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროექტს წარმოადენბს. იმავდროულად კახა ბაინდურაშვილი მთავრობის წევრებს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, "საქართველო - წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი~-ს დაფინანსების მიზნით, გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულების პროექტს გააცნობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია კოლეგებს პირდაპიროი მიყიდვის ფორმით რამოდენიმე ობიექტის პრივატიზაციის შესახებ ინფორმაციას მოაწოდებს. დღესვე მინისტრთა კაბინეტი შპს ,,ევროპარკის~ მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებევბზეც იმსჯელებს.