საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ევროპის სახლში დებატები გახსნა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
დებატებში ოპოზიციის მხრიდან "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე, "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიღებენ მონაწილეობას.
მანამდე კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუზმეზე "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და "სამართლიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს პეტრე მამრაძეს უმასპინძლა.
დღესვე, 11:45საათზე კუშნერი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგ, 12:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტის და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მისი დასრულებისთანავე, მინისტრი ისადილებს ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად.
14:50 საათზე საფრანგეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელი კავკასიის ფრანგული სკოლას (ვაკის პარკი), ხოლო შემდეგ საელჩოს მომავალ შენობას (კრწანისის რეზიდენცია, ეუთოს ყოფილი შენობა) დაათვალიერებს, რის შემდეგაც დელეგაცია კოდის ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემგზავრება.
კოდაში კუშნერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანის, გაეროს ლტოლვილთა ფონდის წარმომადგენელს პიტერ ნიკოლაუსს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს და მისი მოადგილეს, გენერალი ჟილ ჟანვიე შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს გუშინ ეწვია. არაფორმალური შეხვედრა მან ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან უკვე გამართა.