თურქეთის მოკავშირეებმა თურქეთს პატივი უნდა სცენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, ანკარა ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად ზომებს სხვა ქვეყნებისგან ნებართვის აღების გარეშე მიიღებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნებს, რომლებთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს მანამ, სანამ ისინი პატივს სცემენ ჩვენს კანონებს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
სიტყვით გამოსვლისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონიც გააკრიტიკა.
„ამბობენ, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის აკვანია, რაც სიცრუეა. თუ ვაშინტონი ჩემი დაცვის სამსახურის 13 წევრზე დაკავების ორდერს გასცემს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ქვეყანა ცივილიზებულია“, - განაცხადა ერდოღანმა.