საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი და ამავდროულად ევროკომისიის ვიცე-პრემიერი, ბარონესა ქეთრინ ეშტონი, ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად, თურქეთს ეწვია.
შეხვედრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუსა და ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრ ეგემენ ბაგისთან გაიმართა. მთავარი თემა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები იყო.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიესალმებიან ისლამური რესპუბლიკის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილს. შტეფან ფულემ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება.
ცნობისათვის, ქეთრინ ეშტონს ხვალ ბათუმში დაახლოებით 15:00 საათზე ელოდებიან, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირველ პლენარულ სხდომას დაესწრება.