საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს შეხვდნენ. საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გატარებულ რეფორმებს შეეხო.
მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის შეფასებით, საკრებულოში ოპოზიციის ყოფნა და მათი გააქტიურება მნიშვნელოვანია, რაც გატარებული ცვლილებების შედეგია. შეხვედრაზე თვითმმართველობითი ორგანოების როლი და მათი გააქტიურების საკითხი განიხილეს.
დღესვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან.