ანტიკრიზისული საბჭო საქართველოში აკრედიტირებულ დიპკორპუსს მიმართავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ტერმინი "ოკუპირებულის~ დაკანონება საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. ამის შესახებ განცხადება ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელმა დღეს პარლამენტში, დიპკორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც თორთლაძემ აღნიშნა, დიპკორპუსის წარმომადგენელებს კიდევ ერთხელ გააცნეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული სამოქმედო სტრატეგია და ასევე ისაუბრეს ტერმინ `ოკუპირებულის~ გამოყენების საკითხზე.
როგორც თორთლაძემ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს განუცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგოინის ოკუპაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები უკვე ეთნიკურ ოსებისა და აფხაზებისგანაც იცლება.
`ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი გარემოება ისიც, რომ თუნდაც ცხინვალის რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებების დაწყებემდე 35 ათასი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა, ახლო მხოლოდ 6 ათასამდე ოსია,~ - აღნიშნა დეპუტატმა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით კი, ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელი აკრეტიდებულ დიპლომატებს სთხოვს, საქართველოს ორი რეგიონი `ოკუპირებულად~ მოიხსენიონ და მათი მხრიდან ამ ტერმინს ფართო გამოყენება მიეცეს.