საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფარავანზე ტურისტული ინფრასტუქურის განვითარება იწყება. ასევე, მოხდება ჯვარი - მესტიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. მისივე თქმით, გზის მშენებლობა პრქტიკულად უშგულამდე მივა რაც ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება საქართველოს უმდიდრესი რეიგონი ტურიზმის თვალსაზრისით. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებტან შეხვედრისას ისაუბრა.
სააკაშვილის განცხადებით, ფოთში ახალი ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ფართOმასშტაბიანი სამუშაოები იწყებ,ა რაც ნიშნავს იმას, რომ ასობით ათასი ტურისტი ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოვა. პრეზიდენტის ტქმით, იგი ამ თემაზე ბელარუსიის პრეზიდენტსაც ესაუბრა.
"ფოთში დავდგით რადარი, სექტემბერში იწყება ფართომასშტაბიანი სამუშაოები ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის. ეს არის უცხოური ინვესტიცია. ფოთიდან სვანეთამდე დაახლოებით ორი საათის სავალია. რაც ნიშნავს იმას, რომ ასობით ათასი ტურისტი ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოვა. ბელორუსიის პრეზიდენტთან ერთად ვსაუბრობდით, რომ ჩამოვლენ ბევრი ტურისტები ამ ქვეყნიდანაც და აღსანიშნავია რომ ბელარუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და მისცა რეკომენდაციები და ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტია ბელორუსიის ხელმზღვანელობის", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, წელს აჭარაში ტურისტების 190-პორცენტიანი ზრდა ფიქსირდება.
"აჭარაში ყოველ წელიწადში ორმაგდება მათი რაოენობა. დანარჩენ საქართველოშიც ასე უნდა ხდებოდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.